Skip to content

BlackBerry Passport Silver Edition SQW100-4 Smartphone

RHR191LW

უსაფრთხოების ზომები

სანამ დაიწყებთ BlackBerry სმარტფონის (შემდგომში - „სმარტფონი“) გამოყენებას, გადახედეთ ინფორმაციას უსაფრთხოების ზომების და სტანდარტების შესახებ, რომელიც მოცემულია წინამდებარე დოკუმენტში. შეინახეთ ეს დოკუმენტი საიმედო ადგილას, იმისათვის რომ შემდგომში მიმართოთ მას.

ზოგიერთ ქვეყნებში შეიძლება იყოს შეზღუდული ბლუთუსი აღჭურვილი მოწყობილობების ან დაშიფვრის პროგრამებით აღჭურვილი უკაბელო მოწყობილობების გამოყენება. მიიღეთ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებიდან ინფორმაცია თქვენს რეგიონში შეზღუდვების შესახებ.

უსაფრთხოების და პროდუქტის შესახებ უახლესი ინფორმაციის მოსაძებნად ეწვიეთ შემდეგ ვებგვერდს: www.blackberry.com/docs/smartphones.

გარანტიის უახლესი ინფორმაციის მოსაძებნად, ეწვიეთ შემდეგ ვებგვერდს: www.blackberry.com/lega.

უსაფრთხოების ტექნიკის მნიშვნელოვანი ინფორმაცია

მოცემულ დიაგრამაზე ნაჩვენებია ქვემოთ აღწერილი ელემენტები.

გამოიყენეთ მხოლოდ რეკომენდებული აკუმულატორები და დამტენები თქვენი სმარტფონისთვის. ისეთი აკუმულატორების და დამტენების გამოყენებამ, რომლებიც არ არის რეკომენდებული BlackBerry-ის მიერ, შეიძლება გამოიწვიოს აალება ან აფეთქება, რამაც შეიძლება მიაყენოს სერიოზული ზიანი ადამიანს, შეუქმნას სიკვდილის ან ქონებრივი ზარალის საფრთხე.

გამოიყენეთ მხოლოდ BlackBerry-ის მიერ რეკომენდებული ჩასადებები. ჩასადებების გამოყენებამ, რომლებიც არ არის მოწონებული BlackBerry–ის მიერ შეიძლება გამოიწვიოს თქვენი სმარტფონის რადიოსიხშირული გამოსხივების დასაშვებ სტანდარტებზე გადაჭარბება.

მოცემულ დიაგრამაზე ნაჩვენებია ქვემოთ აღწერილი ელემენტები.

მოიცილეთ სმარტფონი მინიმუმ 1,5 სმ (0,59 დიუმი) მანძილზე სხეულიდან. როდესაც სმარტფონს სხეულზე ატარებთ, გამოიყენეთ მხოლოდ ინტეგრირებული ქამრის სარჭთან ერთად მოწოდებული აქსესუარები, ხოლო თუ აქსესუარები არ მოგაწოდათ BlackBerry-მ, გადაამოწმეთ, რომ აქსესუარები არ შეიცავს ლითონს. თუ ამ მითთებებს არ შეასრულებთ, შესაძლოა თქვენმა სმარტფონმა გადააჭარბოს რადიოსიხშირის ზემოქმედების სტანდარტებს. თუ რადიოსიხშირის ზემოქმედება ჯანმრთელობაზე სტანდარტებზე უფრო ხანგრძლივია, საჭიროა ჩატარდეს გრძელვადიანი სამეცნიერო კვლევა.

დამატებითი ინფორმაცია მოცემული სმარტფონის რადიო გამოსხივების FCC პრინციპებთან შესაბამისობის შესახებ იხილეთ ვებ-გვერდზე www.fcc.gov/oet/ea/fccid და მოძებნეთ FCC ID თქვენი სმარტფონისთვის, რომელიც მითითებულია ქვემოთ.

  • BlackBerry Passport SQW100-4 სმარტფონი (მოდელის ნომერი RHR191LW): FCC IDL6ARHR190LW
მოცემულ დიაგრამაზე ნაჩვენებია ქვემოთ აღწერილი ელემენტები.

თქვენი სმარტფონი განკუთვნილია ტემპერატურების შემდეგ დიაპაზონში მუშაობისთვის: 0-35°C (32-95°F). სმარტფონის მითითებული ტემპერატურული დიაპაზონის ფარგლებს გარეთ გამოყენების შემთხვევაში თქვენი სმარტფონი და მისი ლითიუმ-იონური ინტეგრირებული კვების ელემენტი შეიძლება დაზიანდეს.

მოცემულ დიაგრამაზე ნაჩვენებია ქვემოთ აღწერილი ელემენტები.

არ ენდოთ თქვენს სმარტფონს საგანგებო კავშირის დამყარებისას. უსადენო ქსელი რომელიც არის აუცილებელი საგანგებო ზარების განხორციელებისათვის ან გზავნილების გადაგზავნისათვის ყველგან არ არის ხელმისაწვდომი, და საგანგებო ნომრები, როგორებიცაა 911, 112, ან 999, არ დაგაკავშირებთ საგანგებო სამსახურებთან ნებისმიერ რეგიონში.

მოცემულ დიაგრამაზე ნაჩვენებია ქვემოთ აღწერილი ელემენტები.

სმარტფონის აქსესუარები არ არის განკუთვნილი ბავშვების მიერ გამოყენებისთვის. ბავშვებმა შეიძლება გამოიყენონ სმარტფონი და მისი აქსესუარები მხოლოდ უფროსების ზედამხედველობის ქვეშ. სმარტფონი შეიცავს წვრილ ნაწილებს, რაც ქმნის გაგუდვის საშიშროებას ბავშვებისთვის.

მოცემულ დიაგრამაზე ნაჩვენებია ქვემოთ აღწერილი ელემენტები.

შეინახეთ თქვენი სმარტფონი სამედიცინო მოწყობილობებისაგან მოშორებით, კარდიოსტიმულატორებისა და სასმენი აპარატების ჩათვლით, რადგან მან შეიძლება გამოიწვიოს თქვენი ან სხვების ჯანმრთელობის სერიოზული ზიანი ან სიკვდილი.

მოცემულ დიაგრამაზე ნაჩვენებია ქვემოთ აღწერილი ელემენტები.

არ გამოიყენოთ თქვენი სმარტფონი სითხეებთან კონტაქტში, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს მოკლე ჩართვა, აალება ან ელექტროშოკი.

მოცემულ დიაგრამაზე ნაჩვენებია ქვემოთ აღწერილი ელემენტები.

თუ თქვენ იყენებთ სმარტფონის სპიკერფონს, არასოდეს არ მიიტანოთ სმარტფონი ყურთან. ამან შეიძლება მოგაყენოთ სერიოზული ზიანი და გამოიწვიოს სმენის მუდმივი დაქვეითება.

მოცემულ დიაგრამაზე ნაჩვენებია ქვემოთ აღწერილი ელემენტები.

თქვენი სმარტფონის მოციმციმე შუქმა შეიძლება გამოიწვიოს ეპილეფსიური კრუნჩხვები ან გათიშვა რაც შეიძლება იყოს სახიფათო თქვენთვის და სხვებისათვის. იმ შემთხვევაში თუ თქვენი სმარტფონის გამოყენება გახდა მიზეზი დეზორიენტაციის, ცნობიერების დაკარგვის, კრუნჩხვების ან სხვა უნებლიე მოძრაობების, დაუყონებლივ შეწყვიტეთ სმარტფონის გამოყენება და კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს. შუქდიოდური ინდიკატორი მდებარეობს თქვენი სმარტფონის წინა მხარეს ზედა მარჯვენა კუთხეში. თუ თქვენს სმარტფონს აქვს კამერა, კამერის ინდიკატორი მდებარეობს სმარტფონის უკანა მხარეს, კამერის ობიექტივის ზემოთ ან მარჯვნივ. თუ თქვენ ხართ მგრძნობიარე და გემართებათ ეპილეფსიური კრუნჩხვები ან კარგავთ ცნობიერებას, მიმართეთ კონსულტაციისათვის ექიმს სმარტფონის გამოყენების დაწყებამდე.

მოცემულ დიაგრამაზე ნაჩვენებია ქვემოთ აღწერილი ელემენტები.

არ გამოიყენოთ თქვენი სმარტფონი, თუ თქვენ ხართ საჭესთან, გარდა იმ შემთხვევისა, თუ კანონმდებლობით ნებადართულია სმარტფონის გამოყენება ხმამაღალი კავშირის რეჟიმში. საჭესთან სმარტფონის გამოყენებამ შეიძლება შეგიქმნათ საფრთხე თქვენ და სხვა ადამიანებს და გახდეს მიზეზი ავარიული მდგომარეობით გამოწვეული სერიოზული ზიანის, სიკვდილის ან ქონებრივი ზარალის.

მოცემულ დიაგრამაზე ნაჩვენებია ქვემოთ აღწერილი ელემენტები.

არ გამოიყენოთ თქვენი სმარტფონი, იქ სადაც არის ბენზინის ორთქლი, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს აალება ან აფეთქება.

მოცემულ დიაგრამაზე ნაჩვენებია ქვემოთ აღწერილი ელემენტები.

არ გამოიყენოთ სმარტფონი ღია ცეცხლთან ახლოს, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს აფეთქება, რასაც მოყვება სერიოზული ზიანი, სიკვდილი ან ქონებრივი ზარალი.

მოცემულ დიაგრამაზე ნაჩვენებია ქვემოთ აღწერილი ელემენტები.

გამორთეთ სმარტფონი თვითმფრინავში. სმარტფონის გამოყენებამ თვითმფრინავში შეიძლება ხელი შეუშალოს თვითმფრინავის სანავიგაციო ხელსაწყოების და კავშირგაბმულობის მუშაობას; შეიძლება შეუშალოს ხელი ქსელის მუშაობას; შეიძლება საფრთხე შეუქმნას თვითმფრინავის ექსპლუატაციას, მფრინავებს და მგზავრებს; შეიძლება იყოს არაკანონიერი.

მოცემულ დიაგრამაზე ნაჩვენებია ქვემოთ აღწერილი ელემენტები.

სმარტფონმა შეიძლება წარმოქმნას ნაპერწკალი და ამიტომ მისი ხმარება არ შეიძლება ფეთქებადი აირების, ფეთქებადი მტვერის და სხვა ფეთქებადი ქიმიკატების სიახლოვეს. ნაპერწკალმა ასეთ ადგილებში შეიძლება გამოიწვიოს აფეთქება ან აალება, რასაც მოყვება სერიოზული ზიანი, სიკვდილი ან ქონებრივი ზარალი.

თქვენი სმარტფონის უსაფრთხოდ გამოყენება

  • არ მოათავსოთ მძიმე საგნები თქვენს სმარტფონზე.
  • ნუ ცდილობთ გადააკეთოთ ან შეაკეთოთ თქვენი სმარტფონი.
  • ნუ ცდილობთ მოათავსოთ საგნები თქვენი სმარტფონის ნასვრეტებში ან დაფაროთ მისი ნასვრეტები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს განსაზღვრულია სმარტფონის დოკუმენტაციაში, რომელიც მოწოდებულია BlackBerry-ის მიერ. ამ მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს მოკლე ჩართვა, აალება ან ელექტროშოკი.
  • არ შეეხოთ ბასრი საგნებით ეკრანს.
  • არ მიაწვეთ ეკრანს გადამეტებული ძალით.
  • არ გამოიყენოთ თქვენი სმარტფონი ან სმარტფონის აქსესუარები წყალთან ახლოს (მაგალითად, აბანოსთან ან სველ წერტილებთან ახლოს, ნესტიან სარდაფში ან აუზთან ახლოს).
  • არ მოათავსოთ სმარტფონი ან სმარტფონის აქსესუარები არამდგრად ზედაპირზე. სმარტფონი ან სმარტფონის აქსესუარები შეიძლება დავარდეს და ადამიანის, სმარტფონის ან სმარტფონის აქსესუარების სერიოზული დაზიანების პოტენციური საფრთხე შექმნას.
  • სმარტფონის ეკრანი დამზადებულია მინისგან. მინა შეიძლება გაიბზაროს ან გატყდეს, თუ სმარტფონი დავარდება ან დაწოლა მოხდება მინაზე. გაბზარვის ან გატეხვის შემთხვევაში, აღარ შეეხოთ მინას, სანამ ეკრანს არ შეაკეთებთ.
  • თქვენი სმარტფონის გამოყენებისას გააკეთეთ ხშირი შესვენებები. თუ თქვენ იგრძენით დისკომფორტი კისრის, მხრების, მკლავების, იდაყვების, ხელების არეში (თითების ჩათვლით) ან სხეულის სხვა ნაწილებში სმარტფონის გამოყენებისას, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ მისი გამოყენება. თუ არასასიამოვნო შეგრძნებები არ შეწყდა, მიმართეთ ექიმს.
გაფრთხილება:
თქვენი მოწყობილობა შეიცავს 1-ლი კლასის LED ლაზერულ პროდუქტს. თუ გამოიყენებთ მართვის ან მორგების საშუალებებს, ან შეასრულებთ პროცედურებს, რომლებიც განსხვავდება იმისგან, რაც მოცემულია პროცედურების/ტესტირების დიზაინში, შეიძლება შედეგად მიიღოთ საშიში LED ლაზერული გამოსხივების სიმძლავრე/ზემოქმედება.

ელექტროტექნიკური უსაფრთხოება

დატენეთ სმარტფონი მხოლოდ იმ დამტენით, რომლის მომწოდებელია BlackBerry, ან სპეციალურად მოწონებულია BlackBerry-ის მიერ ამ სმარტფონთან გამოყენებისთვის. ნუ გამოიყენებთ ისეთ დამტენებს, რომლებიც არ შეესაბამება CTIA სერტიფიკაციის მოთხოვნებს კვების ელემენტის სისტემების IEEE Std 1725-თან შესაბამისობასთან დაკავშირებით, რადგან ასეთი დამტენები შეიცავს აალების, აფეთქების, აკუმულატორიდან სითხის გაჟონვის და სხვა რისკებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ტრავმა, სიკვდილი ან ქონების დაკარგვა და შეიძლება გააუქმოს ნებისმიერ არსებულ გარანტია.

რეკომენდებული დამტენი აქსესუარების მოდელები BlackBerry Passport სმარტფონისთვის

დამტენი მოწყობილობის სადენები: HDW-50071-001, HDW-50071-002, HDW-50071-003, HDW-50071-004, HDW-51800-001, HDW-51800-002, HDW-62449-001, HDW-62449-002

ცვლადი დენის დამტენი მოწყობილობები: HDW-46445-001, HDW-46446-001, HDW-46447-001, HDW-46448-001, HDW-46449-001, HDW-46450-001, HDW-46451-001, HDW-58920-001, HDW-58921-001, HDW-58922-001, HDW-58923-001, HDW-58924-001, HDW-58925-001, HDW-58926-001, HDW-61383-001

გამოიყენეთ დამტენი ხელსაწყოების მოდელები, რომლებიც მოჰყვება სმარტფონს, ან BlackBerry-ის მიერ რეკომენდებული სხვა დამტენი ხელსაწყოები, დატენეთ მხოლოდ იმ კვების წყაროდან, რომელიც მითითებულია ეტიკეტზე. სანამ გამოიყენებთ ნებისმიერ დენის წყაროს, დარწმუნდით, რომ ძაბვა ქსელში შეესაბამება ძაბვას, რომელიც ამობეჭდილია ძაბვის წყაროზე. შეუერთეთ სმარტფონს მხოლოდ CTIA-ს მიერ სერტიფიცირებული ადაპტერები, პროდუქტი რომელიც ატარებს USB-IF ლოგოს, ან პროდუქტი, რომელიც სრულად შეესაბამება USB-IF პროგრამას.

არ გადატვირთოთ დენის როზეტები, დამაგრძელებლები და შტეფსელები, რადგან გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს აალება ან ელექტროშოკი. იმისათვის, რომ შეამციროთ კაბელისა და შტეფსელის დაზიანების რისკი, გამორთეთ როზეტიდან ისე, რომ არ მოქაჩოთ კაბელი, მოქაჩეთ ჩანგალი, როდესაც გსურთ დამტენის გამორთვა დენის წყაროდან ან ელექტრო როზეტიდან.

არ დაუშვათ კაბელზე ფეხის დაბიჯება, განსაკუთრებით შტეფსელებზე, ელექტრო როზეტზე და იმ ადგილებზე, სადაც ელექტრო კაბელი უერთდება სმარტფონს. განალაგეთ ელექტრო სადენი ისე, რომ სხვა ადამიანების დაზიანების რისკი, მაგალითად დაცემა ან გაგუდვა, მაქსიმალურად შემცირებული იყოს. გამორთეთ დამტენი მოწყობილობა ელექტრო ქსელიდან ელვის დროს ან როდესაც ის არ გამოიყენება. ნუ ცდილობთ გამოიყენოთ დამტენი მოწყობილობა გარეთ ან ბუნებრივი მოვლენების გავლენის ქვეშ მყოფ ადგილებში.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად კვების წყაროსთან შეერთების შესახებ იხილეთ დოკუმენტაცია, რომელიც მოჰყვება სმარტფონს.

იმისათვის, რომ შეიძინოთ აქსესუარები თქვენი სმარტფონისთვის, დაუკავშირდით თქვენი უსადენო კავშირის მომწოდებელს ან ეწვიეთ შემდეგ ვებგვერდს: www.shopblackberry.com.

ბატარეის უსაფრთხო გამოყენება

სმარტფონი შეიცავს ლითიუმ-იონურ მოსახსნელ აკუმულატორს. ნუ ეცდებით აკუმულატორის მოხსნას. აკუმულატორის მოხსნის შემთხვევაში შეზღუდული გარანტია სმარტფონზე გაუქმდება და აკუმულატორი შეიძლება დაზიანდეს.

არასწორი მოპყრობის შემთხვევაში, აკუმულატორი შეიძლება გახდეს აალების, აფეთქების, ქიმიური დამწვრობის ან სხვა საფრთხის მიზეზი. მოარიდეთ აკუმულატორი სითხეებთან კონტაქტს. არ დაუშვათ აკუმულატორის გაცხელება 60°C (140°F) ტემპერატურაზე ზემოთ. აკუმულატორის გაცხელებამ 60°C (140°F) ტემპერატურაზე ზემოთ შეიძლება გამოიწვიოს აალება ან აფეთქება.

მოცემულ დიაგრამაზე ნაჩვენებია ქვემოთ აღწერილი ელემენტები.

არ დაუშვათ ცეცხლის ან სითბოს სხვა გარე წყაროს ზემოქმედება სმარტფონზე და მის აკუმულატორზე, მაგალითად, ელექტროქურის, ელექტროკონფორის, ოთახის გამათბობლის ან ღუმელის, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს აკუმულატორის აალება ან აფეთქება.

მოცემულ დიაგრამაზე ნაჩვენებია ქვემოთ აღწერილი ელემენტები.

ნუ ეცდებით უცხო საგნების ჩადებას აკუმულატორში. ნუ მოახდენთ აკუმულატორის გადამუშავებას, დაშლას, შეცვლას, ნუ დააზიანებთ, ნუ გახვრიტავთ აკუმულატორს და ნუ გამოიყენებთ მას სხვა მოწყობილობისთვის. აკუმულატორის გადამუშავების, დაშლის, შეცვლის, დაზიანების, მოღუნვის ან სხვა გზით შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ მისი გამოყენება.

თავიდან აიცილეთ აკუმულატორის მოკლე ჩართვა და ან დენგამტარი საგნების კონტაქტი აკუმულატორის ბოლოებთან.

გაფრთხილება:
ნუ ეცდებით აკუმულატორის მოხსნას. BlackBerry განსაზღვრავს სმარტფონებში გამოსაყენებლ აკუმულატორებს IEEE Std 1725-ის შესაბამისად. სხვა აკუმულატორების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს აალების, აფეთქების, აკუმულატორიდან სითხის გაჟონვის და სხვა რისკები. გთხოვთ დარწმუნდეთ, რომ თქვენ ახდენთ ნახმარი აკუმულატორის უტილიზაციას ინსტრუქციის შესაბამისად, რომელიც მოყვანილია უსაფრთხოების ბუკლეტში.
აკუმულატორის არარსებობის ნიშანი აკუმულატორის შეცდომის ნიშანი

თუ თქვენი სმარტფონის ეკრანზე გამოვა ერთ-ერთი ასეთი ხატულა, ესე იგი აკუმულატორში ან აკუმულატორის შეერთებაში რაღაც შეცდომაა. მიმართეთ ტექმომსახურების კვალიფიციურ პერსონალს სმარტფონის შესაკეთებლად.

სატრანსპორტო საშუალების მართვისა და სიარულის უსაფრთხოება.

არ გამოიყენოთ სმარტფონი, თუ თქვენ ხართ საჭესთან. მიაქციეთ მთელი თქვენი ყურადღება სატრანსპორტო საშუალების მართვას; უსაფრთხო მართვა თქვენი უპირველესი პასუხისმგებლობაა. თქვენ ხართ იმ კანონებისა და წესების ცოდნასა და დაცვაზე პასუხისმგებელი, რომლებიც ეხება უსადენო მოწყობილობების გამოყენებას იმ ადგილებში, სადაც თქვენ მართავთ სატრანსპორტო საშუალებას.

მოათავსეთ თქვენი სმარტფონი უსაფრთხო ადგილას მოძრაობის დაწყებამდე. თუ თქვენი სატრანსპორტო საშუალება აღჭურვილია საავარიო ბალიშებით, არ მოათავსოთ თქვენი სმარტფონი ან აქსესუარები საავარიო ბალიშზე ან მისი გახსნის ზონაში. ასეთ შემთხვევაში საავარიო ბალიშის ამოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული დაზიანება.

რადიოსიხშირულმა სიგნალებმა შეიძლება ზეგავლენა მოახდინონ არასწორად დაყენებულ ან არასაკმარისად ეკრანირებულ ელექტრონულ სისტემებზე სატრანსპორტო საშუალებაში. დააზუსტეთ მწარმოებელთან ან მის წარმომადგენელთან ინფორმაცია ამის შესახებ. სატრანსპორტო საშუალებაში ახალი აღჭურვილობის დაყენებისას აუცილებელია დააზუსტეთ დაყენებული მოწყობილობის მწარმოებელთან ინფორმაცია რადიოსიხშირული სიგნალების შესახებ.

არ გამოიყენოთ სმარტფონი სიარულის დროს ან როდესაც ჩართული ხართ საქმიანობაში, რომელიც მოითხოვს თქვენს სრულ ყურადღებას. უყურადღებობამ მოძრაობის საშუალებების და სხვა საფეხმავლო საფრთხეების მიმართ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული დაზიანება, სიკვდილი ან ქონებრივი ზარალი.

აქსესუარები

გამოიყენეთ მხოლოდ BlackBerry-ის მიერ რეკომენდებული აქსესუარები სმარტფონის ამ კონკრეტული მოდელისთვის. არარეკომენდებული აქსესუარების გამოყენებამ შეიძლება გააუქმოს გარანტია, გამოიწვიოს სმარტფონის გაუმართაობა და საფრთხეს წარმოადგენდეს.

გადამტანი საშუალებები: თქვენს სმარტფონს შეიძლება არ მოჰყვეს ჩასადები (სხეულზე სატარებელი აქსესუარი). თუ თქვენ ატარებთ სმარტფონს სხეულზე, ყოველთვის ჩადეთ სმარტფონი სმარტფონის ჩასადებში, რომელიც აღჭურვილია ქამარზე მისამაგრებლით და რეკომენდებულია BlackBerry-ის მიერ. თუ თქვენ არ იყენებთ ქამარზე მისამაგრებელ ჩასადებს, რომელიც არის მოწოდებული ან რეკომენდებული BlackBerry-ის მიერ, როდესაც ატარებთ სმარტფონს ტანზე, დაიჭირეთ სმარტფონი მინიმუმ 0,59 დუიმის (15 მმ) მოშორებით თქვენი სხეულიდან სმარტფონის გადაცემის რეჟიმში მუშაობის დროს. ნებისმიერი ოპერაციისას თქვენს სმარტფონზე, რომელიც დაკავშირებულია მონაცემების მიმოცვლასთან (მაგალითად, ელფოსტის, PIN შეტყობინებების, MMS შეტყობინებების ან ბრაუზერის გამოყენებს დროს), USB კაბელით ან მის გარეშე, დაიჭირეთ სმარტფონი მინიმუმ 0,59 დუიმის (15 მმ) მოშორებით თქვენი სხეულიდან. იმ აქსესუარების გამოყენებამ, რომელიც არ არის მოწოდებული ან რეკომენდებული BlackBerry-ის მიერ, შეიძლება გამოიწვიოს სმარტფონის მუშაობისას რადიოსიხშირული ზემოქმედების სტანდარტების გადაჭარბება. თუ რადიოსიხშირის ზემოქმედება ჯანმრთელობაზე სტანდარტებზე უფრო ხანგრძლივია, საჭიროა ჩატარდეს გრძელვადიანი სამეცნიერო კვლევა. დამატებითი ინფორმაციისათვის რადიოსიხშირული გამოსხივების შესახებ იხილეთ განყოფილება „ინფორმაცია მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ“ მოცემულ დოკუმენტში.

BlackBerry-ის მიერ რეკომენდებული გადამტანი საშუალებების უმრავლესობას სმარტფონებისთვის (მაგალითად, ჩასადებები, ჩანთები და ა.შ.) აქვს მაგნიტი. სმარტფონის გადამტან საშუალებებთან ახლოს არ მოათავსოთ საგნები, რომლებიც შეიცავს მაგნიტური ლენტის კომპონენტებს, ისეთები როგორებიცაა სადებეტო ბარათები, საკრედიტო ბარათები, სასტუმროს გასაღები-ბარათები, სატელეფონო ბარათები ან მსგავსი საგნები. მაგნიტმა შეიძლება დააზიანოს ან წაშალოს მაგნიტურ ლენტზე შენახული მონაცემები.

მაგნიტომეტრი

სმარტფონი შეიცავს მაგნიტომეტრს. მაგნიტომეტრს იყენებს ისეთი აპლიკაცია, როგორიცაა Compass (კომპასი). მაგნიტებმა ან იმ მოწყობილობებმა, რომლებიც შეიცავენ მაგნიტს, მაგალითად ჩასადებებმა, ყურსასმენებმა ან მონიტორებმა, შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინონ მაგნიტომეტრის მუშაობის სიზუსტეზე. ნუ ენდობით მაგნიტომეტრის მქონე აპლიკაციებს თქვენი მდებარეობის დასადგენად, განსაკუთრებით, საგანგებო სიტუაციების დროს.

მულტიმედია

ზოგიერთი კანონი შეიძლება კრძალავდეს ან ზღუდავდეს გარკვეული ფუნქციების გამოყენებას თქვენს სმარტფონზე. სურათების გადაღების, დამუშავების და გამოყენების დროს დაიცავით ყველა კანონი, წესი და პროცედურა, მათ შორის, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, საავტორო უფლებების დაცვის, პირადი ცხოვრების ხელუხლებლობის, კომერციული საიდუმლოების და უსაფრთხოების დაცვის წესები, რომლებიც მოქმედებენ თქვენი ადგილსამყოფელის იურისდიქციაში. პატივი ეცით სხვა ადამიანების პირად უფლებებს. საავტორო უფლებებმა შეიძლება აგიკრძალოთ გადმოწეროთ, შეცვალოთ, გადასცეთ, გადააგზავნოთ სურათები, მუსიკა (რინგტონების ჩათვლით) ან სხვა მასალები.

აუდიო ფაილები: აუდიო ფაილების მაღალ ხმაზე მოსმენამ, განსაკუთრებით ყურსასმენებით, შეიძლება გამოიწვიოს სმენის მუდმივი დაკარგვა. ნუ ცდილობთ დაახშოთ გარშემო ხმაური ყურსასმენში ხმის აწევით. თუ ყურებში ხმაურის შეგრძნება გაწუხებთ ან კარგად არ გესმით, მიმართეთ ექიმს.

სმენის დაკარგვის გამაფრთხილებელი სურათი.

კამერა: თუ თქვენს სმარტფონს აქვს კამერა, არ დაუმიზნოთ პირდაპირ მზეს ან სხვა კაშკაშა შუქს. ამ მოქმედებამ შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს თვალებს და გააფუჭოს თქვენი სმარტფონი. თუ თქვენ იყენებთ კამერის ფლეშს, დაიჭირეთ კამერის ფლეშის შუქდიოდის აპერტურა ობიექტის თვალებიდან მინიმუმ 19,69 დუიმის (50 სმ) მოშორებით.

ანტენა

გამოიყენეთ მხოლოდ ჩადგმული ანტენა, რომელიც მოჰყვება მოწყობილობას. ანტენის არასანქციონირებულმა მოდიფიკაციებმა ან უცხო ნაწილებმა შეიძლება ზიანი მიაყენოს სმარტფონს და წარმოადგენდეს აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალური კომისიის (FCC) წესების დარღვევას.

ელექტრონული მოწყობილობებისათვის ხარვეზების შექმნა

თანამედროვე ელექტრონული მოწყობილობების უმრავლესობა ეკრანირებულია რადიოსიხშირული სიგნალების ზემოქმედებისაგან. თუმცა, ზოგიერთი ელექტრონული მოწყობილობა შეიძლება არ იყოს ეკრანირებული იმ რადიოსიხშირული სიგნალების ზემოქმედებისაგან, რომლებსაც ასხივებს სმარტფონი.

კარდიოსტიმულატორები: მიმართეთ კონსულტაციისათვის თქვენს ექიმს ან თქვენი კარდიოსტიმულატორის მწარმოებელს იმ შემთხვევაში, თუ გაგიჩნდათ კითხვები იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს რადიოსიხშირული სიგნალები თქვენს კარდიოსტიმულატორზე. დარწმუნდით, რომ მოწყობილობა გამოიყენება იმ უსაფრთხოების წესების შესაბამისად, რომლებიც ეხება მოცემულ კარდიოსტიმულატორს. ეს წესები შეიძლება მოიცავდეს შემდეგს: ყოველთვის დაიკავეთ თქვენი სმარტფონი კარდიოსტიმულატორიდან არანაკლებ 7,88 დუიმის (20 სმ) მანძილზე, მაშინ როდესაც სმარტფონი ჩართულია, ნუ ატარებთ თქვენს სმარტფონს გულის ჯიბეში, დაიჭირეთ ყურმილი ყურთან თქვენი კარდიოსტიმულატორის მდებარეობის საპირისპირო მხარეს, იმისათვის რომ მინიმუმამდე დაიყვანოთ პოტენციური ხარვეზები. თუ თქვენ გაქვთ იმის ეჭვი, რომ წარმოიქმნა ხარვეზები, დაუყონებლივ გამორთეთ უსადენო კავშირი თქვენს სმარტფონზე, შეწყვიტეთ სმარტფონით სარგებლობა და მიმართეთ ექიმს.

სასმენი აპარატები: ზოგიერთმა უკაბელო ციფრულმა მოწყობილობამ შეიძლება შეუქმნას ხარვეზები სასმენ აპარატებს. ასეთი ხარვეზების შექმნის შემთხვევაში მიმართეთ თქვენი უკაბელო კავშირის მომწოდებელს ან სასმენი აპარატის მწარმოებელს პრობლემის გადაწყვეტის ვარიანტების მიღებისათვის.

თქვენს სმარტფონს აქვს მაგნიტომეტრი, რომელსაც იყენებს ისეთი აპლიკაცია, როგორიცაა კომპასი. თუ აპლიკაცია, რომელიც იყენებს მაგნიტომეტრს, უქმნის ხარვეზებს სასმენ აპარატს, დახურეთ აპლიკაცია.

სხვა სამედიცინო მოწყობილობები: თუ თქვენ იყენებთ სხვა პერსონალურ სამედიცინო მოწყობილობას, მიმართეთ მოწყობილობის მწარმოებელს ინფორმაციის მიღებისათვის, იმის შესახებ აქვს თუ არა მას შესაბამისი ეკრანირება რადიოსიხშირული სიგნალების გარე წყაროებისაგან. თქვენს ექიმსაც შეუძლია მოგაწოდით ასეთი სახის ინფორმაცია.

სამედიცინო დაწესებულებები: გამორთეთ უკაბელო კავშირის ყველა საშუალება სმარტფონზე სამედიცინო დაწესებულებებში, თუ ამის შესახებ არსებობს ადგილობრივი წესები. სავადმყოფოებში და სამედიცინო დაწესებულებებში შეიძლება გამოიყენებოდეს მოწყობილობები, რომლებიც მგრძნობიარეა გარე რადიოსიხშირული სიგნალების მიმართ.

თვითმფრინავი: ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის (FAA) და ფედერალური საკომუნიკაციო კომისიის (FCC) წესები კრძალავს რადიო და უსადენო მოწყობილობების გამოყენებას ჰაერში. გამორთეთ უსადენო კავშირის ყველა საშუალება სმარტფონზე თვითმფრინავში ჩასხდომამდე. სმარტფონის უსადენო კავშირის ზემოქმედება თვითმფრინავის ბორტზე შესწავლილი არ არის. მოწყობილობის გამოყენება შეიძლება მოქმედებდეს თვითმფრინავის სანავიგაციო მოწყობილობებზე, კავშირგაბმულობის საშუალებებზე, წარმადობაზე და ქსელის მუშაობაზე, მარტივად რომ ვთქვათ, შეიძლება იყოს სახიფათო თვითმფრინავის მართვისათვის და, ამასთანავე, შეიძლება იყოს კანონით აკრძალული. გამორთეთ უსადენო კავშირის ყველა საშუალება თქვენს სმარტფონში და გამოიყენეთ მხოლოდ ის აპლიკაციები, რომლებიც არ საჭიროებს რადიოკავშირის ტექნოლოგიების გამოყენებას, ავიაკომპანიის წესების შესაბამისად ელექტრონული მოწყობილობებისათვის.

სახიფათო გარემო

სმარტფონი არ არის აბსოლუტურად უსაფრთხო და არ შეიძლება იყოს გამოყენებული პოტენციურად სახიფათო გარემოში, მათ შორის, შეზღუდვების გარეშე, იქ, სადაც არის ბენზინის ორთქლი, ფეთქებადი მტვერი, ბირთვულ და სამხედრო ობიექტებზე, სანავიგაციო ან საკომუნიკაციო სამსახურებში, თვითმფრინავის მართვის დროს, შეიარაღების და სასიცოცხლო მნიშვნელობის სამსახურებში.

პოტენციურად ფეთქებადი გარემო: თუ თქვენ ხართ პოტენციურად ფეთქებად გარემოში, გამორთეთ უკაბელო კავშირის ყველა საშუალება თქვენს სმარტფონზე და დაიცავით ყველა ნიშანი და წესი. ნაპერწკალმა ასეთ ადგილებში შეიძლება გამოიწვიოს აფეთქება და გახდეს ტრავმისა ან სიკვდილის მიზეზი.

პოტენციურად ფეთქებადი გარემო ხშირად, მაგრამ არა ყოველთვის. არის მონიშნული. ასეთ ადგილებს მიეკუთვნება ავტოგასამართი სადგურები; ადგილები გემბანის ქვეშ; საწვავისა და ქიმიური ნივთიერებების შემნახველი დაწესებულებელი; სატრანსპორტო საშუალებები რომლებიც იყენებენ თხევად აირს, მაგალითად პროპანს ან ბუტანს; ადგილები სადაც ჰაერი შეიცავს ქიმიურ ნივთიერებებს ან ნაწილაკებს, ისეთებს როგორიცაა მარცვალი, მტვერი ან ლითონის ფხვნილი; ან სხვა ადგილები, სადაც ჩვეულებრივ რეკომენდებულია სატრანსპორტო საშუალების ძრავის გამორთვა.

არ გამოიყენოთ ტელეფონი თქვენს სმარტფონზე, იმისათვის რომ გადასცეთ შეტყობინება გაზის გაჟონვის შესახებ შემთხვევის ადგილთან ახლოს. დატოვეთ გაჟონვის ადგილი და იმ შემთხვევაში თუ ტელეფონის ფუნქცია სმარტფონზე მუშაობს, განახორციელეთ ზარი უსაფრთხო ადგილიდან.

ასაფეთქებელი სამუშაოების ჩატარების ადგილები: ასაფეთქებელი სამუშაოების ჩატარების ადგილებზე, იქ სადაც მითითებულია, რომ რადიომოდულები უნდა გამოირთოს, ხარვეზების თავიდან ასაცილებლად, გამორთეთ უკაბელო კავშირის ყველა საშუალება სმარტფონზე და დაიცავით ყველა ნიშანი და წესი.

ექსპლუატაციისა და შენახვის ტემპერატურა

სმარტფონი და სმარტფონის დამტენი განკუთვნილია შემდეგ ცხრილში მითითებულ ტემპერატურულ დიაპაზონში მუშაობისა და შენახვისთვის:

სმარტფონის მუშაობა: 32-დან 95°F-მდე (0-დან 35°C-მდე)

სმარტფონის შენახვა (3 თვეზე ნაკლები ხნის განმავლობაში): -4-დან 95°F-მდე (-20-დან 35°C-მდე)

სმარტფონის შენახვა (3 და მეტი თვის განმავლობაში): 71,6-დან 82,4°F-მდე (22-დან 28°C-მდე)

დამტენის ექსპლუატაცია: 32-დან 95°F-მდე (0-დან 35°C-მდე)

დამტენის შენახვა: -22-დან 167°F-მდე (-30-დან 75°C-მდე)

სმარტფონის ან სმარტფონის აქსესუარების რეკომენდებული ტემპერატურული დიაპაზონის ფარგლებს გარეთ გამოყენების შემთხვევაში სმარტფონი შეიძლება გაცხელდეს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სმარტფონის, მისი აქსესუარების ან ლითიუმ-იონური აკუმულატორის დაზიანება.

შეინახეთ სმარტფონი ან სმარტფონის აქსესუარები ისეთი სითბოს წყაროებიდან მოშორებით, როგორებიცაა რადიატორები, გამათბობლები, ღუმელები და სხვა დანადგარები (მათ შორის გამაძლიერებლები), რომლებიც გამოყოფენ სითბოს. თუ არ აპირებთ გამოიყენოთ სმარტფონი ორ კვირაზე მეტი პერიოდის განმავლობაში, გამორთეთ სმარტფონი.

სმარტფონის გაწმენდა და შეკეთება.

გაწმენდა: არ გამოიყენოთ გაწმენდისათვის ან თქვენს სმარტფონთან ან სმარტფონის აქსესუარებთან (აკუმულატორის ჩათვლით) ახლოს თხევადი ან აეროზოლის ტიპის გამწმენდი საშუალებები და გამხსნელები. გაწმენდა შეიძლება მხოლოდ ქსოვილის რბილი მშრალი ნაჭრით. გათიშეთ ყველა კაბელი თქვენი კომპიუტერიდან და გამორთეთ დამტენი საშუალებები ელექტრო ქსელიდან, სანამ დაიწყებთ სმარტფონის ან დამტენის გაწმენდას.

შეკეთება: არ ეცადოთ შეცვალოთ, დაშალოთ ან შეაკეთოთ თქვენი სმარტფონი ან დამტენი საშუალება. ნუ ეცდებით მოუხსნელი აკუმულატორის გამოცვლას. სმარტფონის შეკეთება და აკუმულატორის გამოცვლა უნდა შესრულდეს მხოლოდ კვალიფიციური სპეციალისტის მიერ; ამასთან, გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ ისეთი აკუმულატორი, რომელიც მითითებულია BlackBerry-ის მიერ სმარტფონის ამ კონკრეტულ მოდელთან გამოყენებისთვის.

ნებისმიერ ქვემომოყვანილი სიტუაციის შექმნის შემთხვევაში, გათიშეთ კვების კაბელი კომპიუტერიდან ან ელექტრო როზეტიდან და შემდეგ მიმართეთ სპეციალისტს სმარტფონის ან აქსესუარების შეკეთების კვალიფიციური მომსახურების მისაღებად:
  • კვების კაბელის, შტეფსელის ან კონექტორის დაზიანება.
  • თხევადი ან სხვა საგნების მოხვედრა სმარტფონში ან აქსესუარებში.
  • სმარტფონის მოხვედრა წყლის ან წვიმის ქვეშ.
  • სმარტფონი ან აქსესუარები გაცხელდა.
  • სმარტფონი ან აქსესუარები დავარდა ან მიიღო ნებისმიერი სახის დაზიანება.
  • სმარტფონი ან აქსესუარები არ მუშაობს ისე, როგორც ეს არის მითითებული სამომხმარებლო დოკუმენტაციაში.
  • სმარტფონის ან აქსესუარების წარმადობა მნიშვნელოვნად შემცირდა.

აალების ან ელექტროშოკით დაზიანების რისკის შესამცირებლად, დაარეგულირეთ მხოლოდ ის ელემენტები, რომლებიც აღწერილია სმარტფონის სამომხმარებლო ინსტრუქციაში. სხვა ელემენტების არასწორმა დაყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დაზიანება და საჭიროებს კვალიფიციური სპეციალისტის ჩარევას და ძვირადღირებული სამუშაოების შესრულებას, იმისათვის, რომ აღდგეს სმარტფონის, დამტენის ან სხვა აქსესუარის ნორმალური მუშაობა.

უსაფრთხოების დაცვის ყველა იმ ინსტრუქციის შეუსრულებლობა, რომელიც მოყვანილია სმარტფონის სამომხმარებლო დოკუმენტაციაში აუქმებს შეზღუდული გარანტიის მოქმედებას და ასევე შეიძლება გამოიწვიოს სერვისების შეჩერება ან დამრღვევის მომსახურებაზე უარის თქმა, სასამართლო პროცესი, ან ორივე შემთხვევა.

სმარტფონის და ბატარეის უტილიზაცია

აკრძალული უტილიზაციის გამოსახულება

აკრძალულია აკუმულატორის ან სმარტფონის გადაგდება ჩვეულებრივ სანაგვეში ან დაწვა.

მეორადი გადამუშავების ლოგოს გამოსახულება

შესაძლებელია სმარტფონისა და აკუმულატორის მეორადი გადამუშავება, თუ არსებობს შესაბამისი საწარმოები. ეს ნიშანი არ აღნიშნავს მეორადი გადამუშავების მასალების გამოყენებას.

აკუმულატორის გადაგდების შესახებ ინფორმაციისთვის დარეკეთ 1-800-822-8837

შეერთებულ შტატებსა და კანადაში სმარტფონისა და მისი აკუმულატორის გადაგდება შეგიძლიათ Call2Recycle პროგრამის მიხედვით. დამატებითი ინფორმაციისთვის შეერთებულ შტატებისთვის ეწვიეთ www.call2recycle.org და კანადისთვის ეწვიეთ www.call2recycle.ca.

ინფორმაციისათვის, თუ როგორ განახორციელოთ BlackBerry სმარტფონის და აქსესუარების უსაფრთხო უტილიზაცია, ეწვიეთ ვებ-გვერდს www.blackberry.com/recycling ან https://tradeup.blackberry.com. გადამუშავების და ვაჭრობის პროგრამები მუშაობს მხოლოდ განსაზღვრულ რეგიონებში.

თუ ასეთი პროგრამები არ მუშაობს თქვენს რეგიონში, გაიგეთ ადგილობრივი სახელმწიფო ნორმები, რომლებიც ეხება ელექტრონული პროდუქციის უტილიზაციას.

სმარტფონის და მისი ბატარეის უტილიზაცია უნდა განხორციელდეს ადგილობრივი კანონებისა და ნორმების სრული დაცვით.

ინფორმაცია მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ

რადიოსიხშირული გამოსხივების ზემოქმედება

სმარტფონში გამოიყენება დაბალი სიმძლავრის რადიოსიგნალების გადამცემი და მიმღები. შემუშავებულია კომუნიკაციების ფედერალური კომისიის (FCC), კანადის ინდუსტრიის (IC) და ევროპის კავშირის საბჭოს წესების და შეზღუდვების, ასევე უსადენო მოწყობილობების რადიოსიხშირული ზემოქმედების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა შესაბამისი საერთაშორისო წესების გათვალისწინებით. ეს მითითებები შემუშავებულია დამოუკიდებელი მეცნიერ–ექსპერტების მიერ, მთავრობის და ორგანიზაციების, მათ შორის, ელექტრული და ელექტროინჟინერიის სტანდარტების ინსტიტუტის (IEEE), რადიაციისგან დაცვის და გაზომვის ეროვნული საბჭოს (NCRP) და არაიონიზებული რადიაციისგან დაცვის საერთაშორისო კომისიის (ICNIRP) ჩართულობით.

FCC, IC, EU და რადიოსიხშირული ზემოქმედების სხვა შესაბამისი საერთაშორისო წესებისა და შეზღუდვების დასაკმაყოფილებლად, სმარტფონი დაიკავეთ სულ მცირე 0,59 დიუმ (1,5 სმ) მანძილზე სხეულიდან. როდესაც თან ატარებთ სმარტფონს, სხეულზე დასამაგრებლად გამოიყენეთ მხოლოდ ის აქსესუარები, რომლითაც აღჭურვილია თანმოყოლილი ინტეგრირებული ქამრის სარჭი, ან რეკომენდებულია BlackBerry-ის მიერ. თუ თქვენ იყენებთ სმარტფონისთვის სხეულზე ტარების აქსესუარს, რომელიც არ არის მოწოდებულიBlackBerry–ის მიერ, დარწმუნდით, რომ აქსესუარი არ შეიცავს ლითონს და დაიჭირეთ სმარტფონი მინიმუმ 0,59 დუიმის (1,5 სმ) მანძილზე სხეულიდან.

რადიოსიხშირული ზემოქმედების შესამცირებლად: (i) სმარტფონი გამოიყენეთ ისეთ ადგილებში, სადაც ძლიერი უსადენო სიგნალია; (ii) გამოიყენეთ ხმამაღალი კავშირის საშუალებები; და (iii) შეამცირეთ ტელეფონით საუბრის დრო, სანაცვლოდ გაგზავნეთ ელწერილი, ტექსტური შეტყობინება ან BBM მესიჯი.

SAR მონაცემები

მოცემული უსადენო მოდელი აკმაყოფილებს მთავრობის მოთხოვნებს რადიო ტალღების მოქმედებასთან დაკავშირებით, თუ ის გამოიყენება ისე, როგორც მითითებულია დოკუმენტის ამ ნაწილში.

სმარტფონი შემუშავებულია და დამზადებულია ასე, რომ მისი რადიოსიხშირული (RF) ზემოქმედების ზღვრული დონეები არ აღემეტება მოთხოვნებს, რომლებიც მითითებულია აშშ-ის მთავრობის კომუნიკაციების ფედერალური კომისიის (FCC) მიერ და რეკომენდებულია ევროკავშირის საბჭოს მიერ, თუ ის გამოიყენება ისე, როგორც მითითებულია ამ დოკუმენტის წინა ნაწილში. ეს შეზღუდვები არის საერთო დირექტივების შემადგენელი ნაწილი და აწესებს რადიოსიხშირული ზემოქმედების დასაშვებ დონეებს ზოგადად მოსახლეობისათვის. ეს რეკომენდაციები ეფუძნება სტანდარტებს, რომლებიც იყო შემუშავებული დამოუკიდებელი სამეცნიერო ორგანიზაციების მიერ პერიოდული და საგულდაგულო შესწავლის გზით. უსადენო მოწყობილობის დასაშვები გამოსხივების სტანდარტში გამოიყენება საზომი ერთეული SAR, ანუ ენერგიის შთანთქმის ფარდობითი კოეფიციენტი. FCC-ის მიერ დაწესებული SAR ზღვრები უტოლდება 1,6 ვტ/კგ-ს*. ევროკავშირის საბჭოს მიერ რეკომენდებული ზღვრები უტოლდება 2,0 ვტ/კგ-ს**. SAR ცდები ტარდება სტანდარტული სამუშაო პოზიციების გამოყენებით, რომლებიც დაწესებულია FCC-ის მიერ, ამასთანავე მოწყობილობა ახორციელებს გადაცემას სიმძლავრის ყველაზე მაღალ სერტიფიცირებულ დონეზე ტესტირებადი სიხშირეების ყველა დიაპაზონში. მიუხედავად იმისა, რომ SAR განისაზღვრება სიმძლავრის ყველაზე მაღალ სერტიფიცირებულ დონეზე, მოწყობილობის SAR დონე ექსპლუატაციის პროცესში შეიძლება იყოს მაქსიმალურ მნიშვნელობაზე მნიშვნელოვნად უფრო დაბალი. ეს დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ მოწყობილობა შემუშავებულია სხვადასხვა დონის სიმძლავრეზე ექსპლუატაციისათვის და იყენებს მხოლოდ ქსელთან დაკავშირებისათვის საჭირო სიმძლავრის დონეს. ზოგადად, რაც უფრო ახლოს ხართ უსადენო საბაზო სადგურის ანტენასთან, მით უფრო დაბალია გადამცემის სიმძლავრე.

უმაღლესი SAR მნიშვნელობა ამ სმარტფონისთვის, ყურთან გამოყენებისას შემოწმებისას, არის:

სმარტფონი

SAR (ვტ/კგ) 1 გ-ზე (FCC/IC)

SAR (ვტ/კგ) 1 გ-ზე (ინდოეთი)

SAR (ვტ/კგ) 10 გ-ზე (R&TTE)

BlackBerry Passport SQW100-4 სმარტფონი (მოდელის ნომერი RHR191LW)

0,861

0,559

0,403

უმაღლესი SAR მნიშვნელობა ამ სმარტფონისთვის შემოწმებისას, BlackBerry მიერ რეკომენდებულ ჩასადებში, ინტეგრირებული ქამრის სარჭით ან სხეულისგან 0,59 დიუმი (1,5 სმ) მოცილებით არის:

სმარტფონი

SAR (ვტ/კგ) 1 გ-ზე (FCC/IC)

SAR (ვტ/კგ) 1 გ-ზე (ინდოეთი)

SAR (ვტ/კგ) 10 გ-ზე (R&TTE)

BlackBerry Passport SQW100-4 სმარტფონი (მოდელის ნომერი RHR191LW)

1,44

0,914

0,735

მობილური ცხელი წერტილის მუშაობის რეჟიმში, SAR-ის ყველაზე დიდი მნიშვნელობა ამ სმარტფონის შემთხვევაში არის:

სმარტფონი

SAR (ვტ/კგ) 1 გ-ზე (FCC/IC)

BlackBerry Passport SQW100-4 სმარტფონი (მოდელის ნომერი RHR191LW)

1,44

სხეულზე სატარებელი მაჩვენებლები (რეკომენდებული მოცილების მანძილები) განსხვავდება უსადენო მოწყობილობების, მათ შორის სმარტფონებისთვის, მოწოდებული ან ხელმისაწვდომი აქსესუარების მიხედვით და შესაბამისი FCC, IC და ევროპის კავშირის საბჭოს მოთხოვნებით.

FCC იძლევა მოწყობილობის ავტორიზაციას ამ სმარტფონებისთვის წარდგენილი SAR დონეების საფუძველზე FCC რადიოსიხშირეების გამოსხივების წესების გათვალისწინებით, როდესაც სმარტფონი გამოყენებულია ამ თავში მოტანილი მითითებების დაცვით. SAR ინფორმაცია ამ სმარტფონზე ინახება FCC-ში და ხელმისაწვდომია განყოფილებაში „Display Grant“ შემდეგ მისამართზე: www.fcc.gov/oet/ea. ინფორმაციის მოსაძებნად შეიყვანეთ თქვენი სმარტფონის FCC ID, რომელიც მითითებულია ქვემოთ.

სმარტფონი

FCC ID

BlackBerry Passport SQW100-4 სმარტფონი (მოდელის ნომერი RHR191LW)

L6ARHR190LW

დამატებითი ინფორმაცია SAR–ის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ www.ctia.org (CTIA - The Wireless Association), or www.tele.soumu.go.jp/e/index.htm (შინაგან საქმეთა და კომუნიკაციების სამინისტროს ტელეკომუნიკაციების დეპარტამენტი).

___________________________________

*შეერთებულ შტატებში და კანადაში, SAR ზღვარი მობილური მოწყობილობებისათვის, რომლებიც საჯაროდ გამოიყენება, განისაზღვრება 1.6 ვტ/კგ ოდენობით საშუალოდ 1 გ ტანზე ან თავზე (4.0 ვტ/კგ ოდენობით საშუალოდ 10 გ კიდურების ქსოვილებზე - ხელის, მაჟების, კოჭების და ფეხების).

**ევროპაში, SAR ზღვარი მობილური მოწყობილობებისათვის, რომლებიც საჯაროდ გამოიყენება, განისაზღვრება 2.0 ვტ/კგ ოდენობით საშუალოდ 10 გ ტანზე ან თავზე (4.0 ვტ/კგ ოდენობით საშუალოდ 10 გ კიდურების ქსოვილებზე - ხელის, მაჟების, კოჭების და ფეხების). კვლევებმა აჩვენეს, რომ სტანდარტი ითვალისწინებს უსაფრთხოების მნიშვნელოვან მარაგს, რაც არის მოსახლეობის დამატებითი დაცვის ზომა, განზომილებების მაქსიმალური ცვალებადობის გათვალისწინებით.

FCC მოთხოვნები (შეერთებული შტატები)

FCC კლასი B ნაწილი 15

მოცემული სმარტფონი აკმაყოფილებს ფედერალური საკომუნიკაციო კომისიის (FCC) წესების მე-15 ნაწილის მოთხოვნებს. ექსპლუატაცია დაიშვება შემდეგი ორი პირობის გათვალისწინებით: (1) ამ სმარტფონს არ გააჩნია უარყოფითი ზეგავლენა (2) ამ სმარტფონმა უნდა მიიღოს ყველა ხარვეზი, მათ შორის ხარვეზები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ არასასურველი მოქმედება.

გაფრთხილება:
მოწყობილობაში ცვლილებებისა და მოდიფიკაციების შეტანამ, რომლებიც არ არის დამტკიცებული მოწყობილობის შესაბამისობაზე პასუხისმგებელი მხარის მიერ, შეიძლება გამოიწვიოს მოცემული ტექნიკის გამოყენების უფლებების აკრძალვა.

მოცემული მოწყობილობა იყო ტესტირებული, რითაც დამტკიცდა მისი В კლასის ციფრული მოწყობილობებისათვის არსებულ შეზღუდვებთან შესაბამისობაში ყოფნა, FCC ნაწილი 15 მიხედვით. ეს შეზღუდვები შემუშავებულია საცხოვრებელი სახლების აფუძვლიანი დაცვისათვის მავნე ხარვეზებისაგან. მოცემული მოწყობილობა ქმნის, იყენებს და შეიძლება ასხივევდეს რადიოსიხშირულ ენერგიას და თუ ის არ არის სწორად დაყენებული და არ გამოიყენება მწარმოებლის ინსტრუქციის შესაბამისად, შეიძლება შეუქმნას ხარვეზები რადიოკავშირს.

ამასთანავე, არ არის არავითარი გარანტია იმისა, რომ ხარვეზები არ შეიქმნება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში. იმ შემთხევაში თუ მოწყობილობა უქმნის პრობლემებს ტელე ან რადიო მიღებას, რაც შეიძლება დადგინდეს მოწყობილობის ჩართვა-გამორთვით, მომხმარებელს შეუძლია გამოასწოროს ხარვეზები ერთ-ერთი ქვემომოყვანილი მოქმედების ჩატარებით: შეცვალოს მიმღები ანტენის მიმართულება ან ადგილი, გაზარდოს სივრცე მოწყობილობასა და მიმღებს შორის, ჩართოს მოწყობილობა სხვა როზეტში და არა იქ, სადაც შეერთებულია მიმღები, ან დახმარებისთვის მიმართოს დილერს ან გამოცდილ რადიო- ან ტელემოწყობილობის ტექნიკოსს.

აშშ ინფორმაცია დაკავშირებულია ფედერალური საკომუნიკაციო კომისიის ("FCC") მოთხოვნებთან სასმენი მოწყობილობების და უკაბელო მოწყობილობების შეთავსებადობის მოთხოვნები

როდესაც უკაბელო მოწყობილობა გამოიყენება სასმენ მოწყობილობასთან ახლოს (მაგ. სასმენ აპარატებთან და კოხლეარულ ინპლანტებთან), მომხმარებელმა შეიძლება იგრძნოს ყურში ხმაური, წუილი ან ზუილი. ზოგიერთი სასმენი მოწყობილობა უფრო მდგრადია ხარვეზების მიმართ, ამასთანავე უკაბელო მოწყობილობებიც განსხვავდება ხარვეზების შექმნის სიძლიერის მიხედვით.

უკაბელო ტელეფონების წარმოების სფეროში შემუშავებულია რეიტინგები, იმისათვის რომ სასმენი მოწყობილობების მომხმარებლები ადვილად ირჩევდნენ უკაბელო მოწყობილობებს, რომლებიც შეეთავსება სასმენ მოწყობილობებს. ამ რეიტინგში არ არის ჩართული ყველა უკაბელო მოწყობილობა. უკაბელო მოწყობილობებს, რომლებიც ჩართულია რეიტინგში ყუთზე აქვთ მითითებული რეიტინგი შესაბამის მარკირებასთან ერთად.

რეიტინგი არ წარმოადგენს გარანტიას. შედეგი დამოკიდებულია მომხმარებლის სასმენ აპარატზე და სმენის დაქვეითებაზე. თუ თქვენი სასმენი მოწყობილობა მგრძნობიარეა ხარვეზების მიმართ, თქვენ ვერ გამოიყენებთ წარმატებით რეიტინგულ უკაბელო მოწყობილობას.

მიმართეთ კონსულტაციისათვის ექიმს და შეამოწმეთ უკაბელო მოწყობილობის შეთავსებადობა სასმენ მოწყობილობასთან, ეს არის საუკეთესო გზა შეაფასოთ მათი მუშაობა.

მოცემული სმარტფონი არის შემოწმებული და ტესტირებული სასმენი მოწყობილობების თავსებადობაზე უსადენო ტექნოლოგიებთან, რომლებსაც სმარტფონი იყენებს. თუმცა, არსებობს ისეთი უსადენო ტექნოლოგიები, რომლებიც გამოიყენება სმარტფონში და არ არის შემოწმებული სასმენ მოწყობილობებთან ერთად მუშაობაზე. მნიშვნელოვანია მოსინჯოთ სხვადასხვა ფუნქციები თქვენს სმარტფონზე და სხვადასხვა მდებარეობა, იმისათვის რომ განსაზღვროთ, გესმით თუ არა ხარვეზებით გამოწვეული ხმაური, როდესაც იყენებთ ამ სმარტფონს სასმენ აპარატთან ან კოხლეარულ იმპლანტანთან ერთად. დაბრუნების და გაცვლის პროგრამების და სასმენ აპარატთან თავსებადობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენი უსადენო მომსახურების მომწოდებელს.

როგორ მოშაობს რეიტინგი

M-რეიტინგი: უკაბელო მოწყობილობები რეიტინგით M3 და M4 შეესაბამება FCC მოთხოვნილებებს და მოსალოდნელია, ქმნიან უფრო ნაკლებ ხარვეზებს სასმენი მოწყობილობებისათვის, ვიდრე უკაბელო მოწყობილობები, რომლებიც არ არის მარკირებული. M4 არის უკეთესი და უფრო მაღალი რეიტინგი ამ ორიდან.

T-რეიტინგი: უკაბელო მოწყობილობები რეიტინგით Т3 და Т4 შეესაბამება FCC მოთხოვნილებებს და მოუხდება სასმენ აპარატებს ინდუქციური კოჭათი ("T სვიჩი" ან "სატელეფონო კოჭა"). T4 არის უკეთესი და უფრო მაღალი რეიტინგი. (დაიმახსოვრეთ რომ ყველა სასმენი მოწყობილობა არ არის აღჭურვილი ინდუქციური კოჭათი.)

სასმენი მოწყობილობა ასევე უნდა იყოს შეფასებული და გასარკვევია თუ რაოდენ მგრძნობიარეა ის ხარვეზების ამ ტიპის მიმართ. თქვენი სასმენი აპარატის მწარმოებელი ან მკურნალი ექიმი დაგეხმარებათ შეაფასოთ თქვენი სასმენი მოწყობილობა. რაც უფრო ნაკლებად მგძნობიარეა თქვენი სასმენი აპარატი, მით უფრო ნაკლებად გაიგებთ ხარვეზებით გამოწვეულ ხმაურს უკაბელო მოწყობილობის მუშაობისას.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იმის შესახებ, თუ რა მოქმედებებს ასრულებს FCC სასმენი აპარატების უსადენო მოწყობილობებთან შეთავსებადობის საკითხებზე და თუ რა ნაბიჯებს გადადგამს FCC იმისათვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებს ჰქონდეთ სატელეკომუნიკაციო მომსახურების მიღების საშუალება, ეწვიეთ შემდეგ ვებ-გვერდს: www.fcc.gov/cgb/dro.

კანადის მრეწველობის სამინისტროს სერტიფიკაცია

მოცემული სმარტფონი შეესაბამება კანადის მრეწველობის სამინისტროს ულიცენზიო RSS სტანდარტ(ებ)ს. ექსპლუატაცია დაიშვება შემდეგი პირობების გათვალისწინებით: (1) ამ სმარტფონს არ გააჩნია უარყოფითი ზეგავლენა (2) ამ სმარტფონმა უნდა მიიღოს ყველა ხარვეზი, მათ შორის ხარვეზები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ სმარტფონის არასასურველი მოქმედება.

BlackBerry Passport SQW100-4 სმარტფონი (მოდელის ნომერიRHR191LW) შეესაბამება კანადის მრეწველობის სამინისტროს სტანდარტებს RSS 102, RSS 130, RSS 132, RSS 133, RSS 139, RSS 199, RSS-GEN და RSS 210 სასერტიფიკაციო ნომრით 2503A-RHR190LW.

სმარტფონი, რომელიც მუშაობს დიაპაზონში 5150–5250 მჰც, განკუთვნილია მხოლოდ ლოკალურ ქსელებში გამოყენებისათვის, იმისათვის რომ შეამციროს მავნე ხარვეზების ზემოქმედება კომბინირებული არხების მქონე სატელიტურ მობილურ სისტემებში.

ანტენის გაძლიერების მაქსიმალური კოეფიციენტი, ნებადართული სმარტფონებისთვის, რომლებიც მუშაობს 5250–5350 მჰც და 5470–5725 მჰგ დიაპაზონებში, უნდა შეესაბამებოდეს EIRP შეზღუდვებს.

ანტენის გაძლიერების მაქსიმალური კოეფიციენტი, ნებადართული სმარტფონებისთვის, რომლებიც მუშაობს 5725-5825 მჰგ დიაპაზონში, უნდა შეესაბამებოდეს EIRP შეზღუდვებს, რომლებიც მითითებულია ორწერტილიანი და არაორწერტილიანი მუშაობის რეჟიმებისათვის შესაბამისად.

დაიმახსოვრეთ, რომ მაღალი სიმძლავრის რადარებმა, რომლებიც გამოყოფილია ძირითად მომხმარებლებად (ე.ი. პრიორიტეტული მომხმარებლებია) და მუშაობენ 5250-5350 მჰც და 5650-5850 მჰც დიაპაზონში, შეიძლება გამოიწვიონ ხარვეზები და/ან LE-LAN სმარტფონის დაზიანება.

შესაბამისობა B კლასის მოწყობილობებისათვის

სმარტფონი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, რომლებიც წარდგენილია B კლასის მოწყობილობებისათვის, კანადის მრეწველობის სამინისტროს ხარვეზების შემქმნელი აღჭურვილობის მუშაობის ნორმატივების თანახმად, „საინფორმაციო ტექნოლოგიების მოწყობილობა (ITE) - შეზღუდვები და გაზომვის მეთოდები“, ICES-003.

ევროკავშირის მოთხოვნებთან შესაბამისობა

BlackBerry აცხადებს, რომ მოცემული სმარტფონი შეესაბამება რადიო და სატელეკომუნიკაციო მოწყობილობის შესახებ (R&TTE) 1999/5/EC დირექტივის ყველა ძირითად მოთხოვნას და მის სხვა დებულებებს.

BlackBerry Passport SQW100-4 სმარტფონი (მოდელის ნომერი RHR191LW): CE მარკირება 0168

შესაბამისობის დეკლარაცია 1999/5/EC (HG #88/2003) დირექტივის მოთხოვნების დაკმაყოფილების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: www.blackberry.com/go/declarationofconformity.

თუ სმარტფონში ჩართულია Wi-Fi, თქვენმა სმარტფონმა უნდა იმუშაოს Wi-Fi ქსელებში ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანაში. ას აღჭურვილობა შეიძლება იყოს გამოყენებული თურქეთში.

ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში, რომელიც თარიღდება 2007 წლის 12 თებერვლით, ნათქვამია შენობა-ნაგებობებში 5,150–5,350 გჰც დიაპაზონს სიხშირეების, უსადენო წვდომის სისტემების (WAS), მათ შორის ლოკალურ რადიოქსელებში (RLAN) გამოყენების აკრძალვაზე. ვინაიდან ქსელის შექმნა ხდება უსადენო წვდომის წერტილის დომენის შიგნით და წვდომის წერტილი მთავარი მოწყობილობაა, სმარტფონი არასდროს არ ინიცირებს ქსელის შექმნას და არ ირთვება ქსელში პირდაპირი ჩართვის რეჟიმში 5,150-5,350 გჰც დიაპაზონში.

დამატებით მოთხოვნებთან შესაბამისობა

დაწვრილებითი ინფორმაცია სხვა მარეგულირებელი ორგანოების მოთხოვნებთან და სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ იხილეთ BlackBerry.

ამ სმარტფონში გამოყენებული ლაზერული სენსორული მოდული, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო ელექტროტექნიკური კომისიის (IEC) სტანდარტს, არის: IEC/EN 60825-1 2007-03 ED 2.0.

იმისათვის რომ ნახოთ თქვენი სმარტფონის FCC ID, IC სერტიფიკატის ნომერი, მოდელი და თავსებადობის ინფორმაცია, გადაუსვით თითი საწყის ეკრანს ზემოდან ქვემოთ. შეეხეთ და გახსენით პარამეტრები > ინფორმაცია, შემდეგ კი ჩამოსაშლელ სიაში აირჩიეთ მარეგულირებელი ნებართვები.

ინფორმაცია პროდუქტის შესახებ: BlackBerry Passport SQW100-4 სმარტფონი

მექანიკური თვისებები:

წონა: დაახლოებით 7,16 უნცია (203 გ) ლითიუმ-იონური აკუმულატორის ჩათვლით

ზომა (სიგრძე x სიგანე x სიმაღლე): 5,2 x 3,6 x 0,36 დიუმი, 0,38 დიუმი კამერით (131,4 x 90,5 x 9,3 მმ, 9.8 მმ კამერით)

3 გბ მეხსიერება, მეხსიერება აპლიკაციებისთვის 32 გბ, microSD ბარათის ბუდე

თქვენს სმარტფონს შეიძლება ჰქონდეს შემდეგი ლაზერული სენსორის მოდულის მახასიათებლები:

კლასი 1-ის ლაზერული პროდუქტი

გამოსხივების მაქსიმალური საშუალო სიმძლავრე: 0,18 მილივატი

კვების მახასიათებლები:

ინტეგრირებული, მრავალჯერადად დამუხტვადი ლითიუმ-იონური აკუმულატორი

3V, 1,8V ნანო SIM ბარათების მხარდაჭერა

პორტის თავსებადობა მონაცემთა სინქრონიზაციისა და აკუმულატორის დამუხტვისათვის: მიკრო-USB 2.0

მობილური ქსელის რადიო მახასიათებლები:

LTE დიაპაზონიანი მხარდაჭერა: LTE 700, LTE 800, LTE 850, LTE 900, LTE 1700, LTE 1800, LTE 1900, LTE 2100, LTE 2600 მჰც დიაპაზონები

HSPA+ დიაპაზონიანი მხარდაჭერა: UMTS 800/UMTS 850, UMTS 900, AWS 1700, PCS 1900, IMT 2100 მჰც დიაპაზონები

GSM დიაპაზონის მხარდაჭერა: GSM 850, GSM 900, DCS 1800, PCS 1900 მჰც დიაპაზონები

კვების კლასი: კლასი 1 (DCS 1800, PCS 1900), კლასი 3 (UMTS, LTE), კლასი 4 (GSM 850) როგორც განსაზღვრულია GSM 5.05-ში, კლასი 4 (GSM 900), როგორც განსაზღვრულია GSM 02.06-ში, კლასი E2 (GSM 850, GSM 900, DCS 1800, PCS 1900)

გადაცემის სიხშირე: 704-716 მჰც, 777-787 მჰც, 824-849 მჰც, 832-862 მჰც, 880-915 მჰც, 880-950 მჰც, 1710-1755 მჰც, 1710-1785 მჰც, 1850-1910 მჰც, 1920-1980 მჰც, 2500-2570 მჰც

მიღების სიხშირე: 734-746 მჰც, 746-756 მჰც, 791-821 მჰც, 869-894 მჰც, 925-960 მჰც, 1805-1880 მჰც, 1930-1990 მჰც, 2110-2155 მჰც, 2110-2170 მჰც, 2620-2690 მჰც

Wi-Fi ქსელის რადიო მახასიათებლები:

უსადენო LAN სტანდარტი: IEEE 802.11a, IEEE 802.11ac, IEEE 802.11b, IEEE 802.11g, IEEE 802.11k, IEEE 802.11n, IEEE 802.11r

გადაცემის და მიღების სიხშირე IEEE 802.11b/IEEE 802.11g/IEEE 802.11k/IEEE 802.11n/IEEE 802.11r: 2,412 - 2,472 გჰც

გადაცემის და მიღების სიხშირე IEEE 802.11a/IEEE 802.11ac/IEEE 802.11k/IEEE 802.11n/IEEE 802.11r: 5,180 - 5,825 გჰც

ბლუთუსი რადიოსიგნალის მახასიათებლები:

ერთდიაპაზონიანი მხარდაჭერა: ISM 2,4 გჰც

გადაცემის და მიღების სიხშირე: 2402 - 2480 მჰც

ბლუთუსი კლასი 1

თუ თქვენს სმარტფონს აქვს NFC ტექნოლოგიის მხარდაჭერა, გამოიყენება შემდეგი სპეციფიკაციები:

სამუშაო სიხშირე: 13,56 მჰც

არსებული რეჟიმები: წაკითხვა/ჩაწერა, ბარათის ემულაცია, ერთრანგიანი კავშირი

იურიდიული ცნობა

©2015 BlackBerry. ყველა უფლება დაცულია. BlackBerry® და მასთან დაკავშირებული სავაჭრო ნიშნები, სახელები და ლოგოები წარმოადგენს კომპანია BlackBerry Limited-ის საკუთრებას და რეგისტრირებულია და/ან გამოიყენება აშშ-სა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში. ბლუთუსი წარმოადგენს Bluetooth SIG-ის სასაქონლო ნიშანს. Call2Recycle არის Call2Recycle, Inc. კომპანიის სავაჭრო ნიშანი. CTIA - The Wireless Association არის უკაბელო ასოციაციის CTIA სასაქონლო ნიშანი. GSM არის GSM MOU ასოციაციის სასაქონლო ნიშანი. IEEE Std 1725, IEEE 802.11a, 802.11b, 802.11g, IEEE 802.11ac, 802.11k, 802.11r, და 802.11n არის ელექტროტექნიკისა და ელექტრონიკის ინსტიტუტის, ინკ. სასაქონლო ნიშანი. LTE და UMTS არის სასაქონლო ნიშანი ევროპის საკომუნიკაციო სტანდარტების ინსტიტუტის (ETSI). Wi-Fi არის სასაქონლო ნიშანი. Wi-Fi ალიანსის. ყველა სხვა სავაჭრო ნიშანი მისი შესაბამისი მფლობელის საკუთრებას წარმოადგენს. ნებისმიერი დოკუმენტაცია, იმ დოკუმენტაციის ჩათვლით, რომელიც დართულია აქ ან ხელმისაწვდომია BlackBerry-ის ვებსაიტზე, წარმოდგენილია „როგორც არის“, ყოველგვარი პირობის, დადასტურების, გარანტიის, მტკიცების, თავდებობის ან სხვა ვალდებულებების გარეშე BlackBerry Limited-ისა და მისი შვილობილი კომპანიების მხრიდან, რაც კატეგორიულად უარყოფილია მაქსიმალურად დასაშვები მასშტაბით შესაბამისი კანონის მიხედვით თქვენს იურისდიქციაში.

BlackBerry-ის პროდუქციისა და მომსახურების გამოყენების პირობები მოყვანილია ცალკე ლიცენზიაში ან BlackBerry-თან დადებულ სხვა შესაბამის მოქმედ შეთანხმებაში. მოცემული დოკუმენტი არ ცვლის წერილობით შეთანხმებებს და გარანტიებს, რომლებიც წარმოდგენილია კომპანია BLACKBERRY-ის მიერ სხვადასხვა პროდუქციისა და მომსახურების იმ ნაწილის გამოყენებასთან დაკავშირებით, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ დოკუმენტით.


BlackBerry Limited
2200 University Avenue East
Waterloo, Ontario
Canada N2K 0A7

BlackBerry UK Limited
200 Bath Road
Slough, Berkshire SL1 3XE
United Kingdom

გამოქვეყნებულია კანადაში